Eng/Geo

ერჯან გიუნეში


ინჟინერ–მშენებელია, ამავე დროს ნიუ იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრაციის მაგისტრატურის კურსდამთავრებული. თავისი კარიერა მან თურქეთში დაიწყო 2983 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე. შემდგომ მან თავისი კარიერა განაგრძო სამარყანდში, უზბეკეთი, ბრიტანულ–ამერიკული თამბაქოს ფერმენტაციის ქარხნის მშენებლობაზე, სადაც მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მიმდინარეობდა პროექტის ყველა ასპექტის კოორდინირება საერთაშორისო კომპანია "ოვე–არუპ პარტნერს"–ის (დიდი ბრიტანეთი) სამუშაოთა მწარმოებელთან კონსულტაციების შედეგად. შემდომ ის მუშაობდა თურქეთის ერთ–ერთ უდიდეს სამშენებლო საკონტრაქტო კომპანია "აისელში", რეგიონალური ტექნიკური ოფის მენეჯერის თანამდებობაზე, 15 სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის მშენებლობაზე, საერთო ღირებულებით 210 მლნ. აშშ დოლარი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნეს ადმინისტრაციის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ბატონი გიუნეში ჩამოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო აშშ–ს საელჩოს ახალი კომპლექსის მშენებლობაზე, პროექტის მენეჯერად. 2005 წლის სექტემბრიდან ის მუშაობას იწყებს "ახალ სამშენებლო კომპანიაში" გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე.



© 2006. Art Villa Garikula Publishing Atelier